16:28 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 14:12:41, 2158 ნახვა

პოლიტიკა
იოზვაკი: ბრიუსელში გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტის რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს იმ მოქალაქეების საკითხი იქნება განხილული, ვინც ვიზალიბერალიზაციის პირორბებს არღვევს.

ამის შესახებ ჟურნალისტი Twitter-ის გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ განიხილება.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 8 მარტს ბრიუსელში გაიმართება, გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. 8-10 მარტს, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ იმ ძალისხმევების შესახებ, რომლებსაც საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებს“, - წერს იოზვაკი.

გარდა ამისა, "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, წერს, რომ თუ საქართველო ყველა საჭირო ზომას არ მიიღებს. ასეთ შემთხვევაში ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არსებობს.

"საქართველო მართლაც დგას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე, თუ ის არ გააქტიურდება, რათა მოქალაქეემა თავშესაფრის მოთხოვნა შეწყვიტონ. ეს არ არის შეთხზული პრობლემა. წელს 298 ქართველმა მოითხოვა თავშესაფარი შვედეთში და ამით სირიელი თავშესაფრის მაძიებლების მერე, მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი გახდა", - წერს კორესპონდენტი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics