03:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 13:28:36, 1373 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: ქვეყანა ძალადობასთან ბრძოლის კუთხით წინ მიდის, თუმცა მნიშვნელოვანია, საზოგადოებამაც ხელი შეუწყოს პრობლემის შემცირებას

„ვფიქრობ, ქვეყანა ცალსახად უფრო წინ მიდის ძალადობასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პრობლემის მიმართ თავად საზოგადოების დამოკიდებულება იყოს შესაბამისი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილმა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ევროკავშირის ერთობლივად ჩაატარებული კვლევის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა ძალადობასთან ბროძლის კუთხით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა.

„რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორი იქნება საზოგადოების დამოკიდებულება ამ თემების მიმართ. გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლი ცვლილებები, მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, ცვლილება შევიდა 20-ზე მეტ კანონში. თქვენ იცით, რომ ზოგიერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი არ აქვს ეს კონვენცია რატიფიცირებული, მაგრამ ჩვენთან კანონმდებლობა არის გამართული. შსს-ში შეიქმნა სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს იმაზე,რომ გამოძიებას განსაკუთრებული სენსიტიურობა ჰქონდეს მსგავსი საქმეების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა ცალსახად უფრო წინ მიდის ძალადობასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად საზოგადოების დამოკიდებულება იყოს შესაბამისი და საზოგადოებამაც ხელი შეუწყოს ამ პრობლემის შემცირებას", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების 22% და მამაკაცების 31% ცოლის ცემას გარკვეულ გარემოებებში ამართლებს. ასევე საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გახდარა, 5-დან 1 ქალი  ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics