15:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 13:14:21, 2074 ნახვა

სამართალი
პროსტიტუციაში არასრულწლოვანის არაძალადობრივი მეთოდებით ჩაბმა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ხდება

არასრულწლოვანის პროსტიტუციაში არაძალადობრივი  მეთოდებით ჩაბმა, ან მისი წაქეზება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედება  გახდება.

აღნიშნულს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

„ჩვენ დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი რეგულაციები, მისი შედეგიდან  გამომდინარე, რასაც ის პრაქტიკაში მოიტანას. სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმა, მისი წაქეზება და ამ საქმიანობაში ჩაბმა არაძალადობრივი მეთოდებითაც.

იცით, რომ დღეს სიხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმაზე დასჯადობას, თუ ეს კეთდება ძალადობით, მაგრამ თუ ეს არ კეთდება ძალადობით, მაგალითად თქვენ იცით, რომ მათ შორის ჩვენს დედაქალაქში კლუბებში, ბარებში ხდება არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა ყოველგვარი ძალადობის განხორციელების გარეშე და ეს ქმედება დღემდე  არ იყო რეგულირებული სიხლის სამართლის კოდექსით და პოლიციელი  პროკურორი, რეალურად იყო ბერკეტს მოკლებული. დღეიდანვე უკვე მოვუწოდებ, თითოეულ  მმართველს სხვადასხვა გასართობი დაწესებულებისა,  რომ მიიღონ ეს მხედველობაში,რადგან არასრულწლოვნის, თუნდაც არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა პროსტიტუციაში იქნება ამიერიდან თავისუფლების აღკვეთით დასჯადი. ეს მისცემს სერიოზულ ბერკეტებს პოლიციას, რომ ებრძოლოს  პროსტიტუციას ყველა თავისი ფორმით და გამოვლინებით, მათ შორის  ე.წ. სუტნიორობის გზითაც“,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა  წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics