02:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 16:06:57, 1496 ნახვა

კომენტარი
კახიძე: საზმაუს ბორდის დაკომპლექტება პოლიტიკური დაკვეთით ხდება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტება პოლიტიკური დაკვეთით ხდება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე შეხვდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს, მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს.

„ისინი განიხილავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ბატონი ზაზა შათირიშვილის არჩევის საკითხს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ეს ფიგურა ექვემდებარება კონტროლს სწორედ სამეურვეო საბჭოს მხრიდან და მას არ აქვს უფლება, შეარჩიოს სამეურვეო საბჭოს წევრები“, - განაცხადა კახიძემ.

ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ანტიდასავლური შეხედულებების მქონე პირის, შათირიშვილის საბჭოში მოხვედრას ლობირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics