12:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 14:44:33, 1884 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: მთავრობის მიზანია, მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება

საქართველოს მთავრობის მიზანია, ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს და ყველა მოქალაქეს შეეხება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარაში, მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს განნუცხადა, მიზნის მისაღწევად აუცილებელია ორი წინაპირობის დაკმაყოფილება:

„პირველი - მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენს ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი და მეორე - ვიხილოთ მეტი ეკონომიკური აქტივობა ჩვენს რეგიონებში. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ გვაქვს საინფორმაციო კამპანია და ჩავალთ ყველა რეგიონში. აჭარაში აღნიშნული ინიციატივა ძალიან აქტუალურია. მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციალი აჭარაში არის ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე გვქონდა ძალიან შედეგიანი შეხვედრა. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი აქტიურობისთვის. მივიღეთ დამატებითი რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ინიციატივა კიდევ უფრო დავხვეწოთ და მოვარგოთ ჩვენი მეწარმეების მოთხოვნებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics