13:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 20:37:37, 2036 ნახვა

სამართალი
თბილისის საკრებულოს წევრს ბრალი თაღლითობის მუხლით წარუდგინეს

თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გორგაძეს, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

თემურ გორგაძეს ბრალად თაღლითობა ედება.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ქუმსიაშვილმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ რას უკავშირდება მუხლის გადაკვალიფიცირება.

ქუმსიაშვილის განმარტებით, დეპუტატი თავდაპირველად ქრთამის აღების მუხლით დააკავეს. მანვე დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

"მას ბრალდება წარედგინა სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, ეს თაღლითობას გულისხმობს. საქმის მასალები გადმოგვცეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, ის მზად არის  გამოძებასთან ითანამშრომლოს. ყველანაირად შევეცდებით, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატის ადვოკატმა.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის  შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics