03:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 12:12:53, 2268 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი პოროშენკოს: არასდროს ვიქნები უბედური - ჩემი სახელი რეგიონის ისტორიაში უკვე ჩავწერე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ლიდერი პეტრო პოროშენკო ტყუილის თქმაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. 

სააკაშვილის თქმით, მისი პოლონეთში გაძევების პროცედურა არაკანონიერად წარიმართა.

„პოროშენკოს დრო გავიდა და უკრაინის მოქალაქეები არ დაუშვებენ, რომ ის პრეზიდენტის კაბინეტში დარჩეს. მისთვის პრეზიდენტობა მილიარდების შოვნის შესაძლებლობაა. კორუფცია პოროშენკოს კაბინეტში ცხოვრობს. კორუფცია მის თავშია. პოროშენკოს სთხოვო კორუფციას ებრძოლოს იგივეა, რომ ფუტკრები აიძულო თაფლი არ უყვარდეთ. არ შეიძლება ასე თავხედურად ტყუილის თქმა. სად, რომელ ნორმალურ ქვეყანაში გინახავთ, რომ ადამიანს თმებზე ქაჩავდნენ, ვერტმფრენით 2 საათი ქალაქის გარშემო ატარებდნენ, არ აძლევდნენ საშუალებას სამართლებრივად თავი დაიცვას, მოქალაქეობას ართმევდნენ. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ ადამიანს აკავებდეს პრეზიდენტის პირადი დაცვა. პოროშენკო ამბობს, რომ მე უბედური ადამიანი ვარ, რადგან საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოვახდინე, მაგრამ მე არასდროს ვიქნები უბედური. ჩემი სახელი რეგიონის ისტორიაში უკვე ჩავწერე, რადგან წარმატებული რეფორმები ჩავატარე საქართველოში და გულრწფელი მხარდამჭერები მყავს უკრაინაში. პოროშენკოს ჰქონდა შანსი წარმატებული ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილიყო, მაგრამ მან Forbes-ს სიაში ყოფნა არჩია. ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ უთქვენოთ ბატონო პოროშენკო", - განაცხადა სააკაშვილმა. 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics