03:37 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 13:39:13, 1525 ნახვა

საზოგადოება
მერიაში გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მათ წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კითხვები შენობის მდგრადობასთან და ჩატარებულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით დაისვა. 

თბილისის მერის მოადგილეებმა მათ დოკუმენტაცია, კერძოდ ლევან სამხარაულის სასამართლო  ექპერტიზის ეროვნული  ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც  შენობის მდგრადობა დასტურდება.

„წარვუდგინეთ  დოკუმენტაცია , ექსპერტიზის დასკვნები , სადაც დასტურდება, რომ შენობის მდგრადობა და უსაფრთხოება აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას , რომ მოსახლეობა აღნიშნულ შენობაში ცხოვრობდეს. ამასთან ერთად ვიტყვით იმასაც, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება ამ კორპუსის სრული სარეაბილიტაციო აღდგენითი სამუშოები“,- განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics