21:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 14:36:28, 1581 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ბაზრობის ადმინისტრაცია მზადაა, მოიჯარეებს ინდივიდუალურად შეხვდეს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“  ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა.

„შევხვდი ბაზრობის ადმინისტრაციას. როგორც კი ექსპერტ-კრიმინალისტები თავიანთ სამუშაოს დაასრულებენ, მაშინვე დაიწყება დამწვარი ფართის აღდგენითი სამუშაოები. იქამდე კი, იმ ადამიანებს, რომელთა საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებლობა, გვერდით ფართებში განთავსდნენ და თავიანთი საქმიანობა განაგრძონ“, - განცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბაზრობის ადმინისტრაცია მზადაა,  მოიჯარეებს ინდივიდუალურად შეხვდეს.

„როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, ამ ადამიანებს მიეცემათ შეღავათიანი ვადები, იჯარის თანხებს ვგულისხმობ. რაც შეეხება ზარალს, ადმინისტრაცია მზადაა, ინდივიდუალურად შეხვდეს თითოეულ ადამიანს და გაიარონ ხელშეკრულებები. უნდა მოხდეს აღწერა, რა საქონელზეა საუბარი და შემდეგ ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. როგორც ადმინისტრაცია საუბრობს, რამდენიმე თვის წინ შეიცვალა ელექტროობა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც გამართული იყო სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ხანძარი მაინც გაჩნდა. ალბათ დადგინდება მისი გამომწვევი მიზეზებიც“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics