|
2018-02-25 12:46:08, 1694 ნახვა
საზოგადოება
"ევროპული საქართველოს" წევრები საბჭოთა რეპრესიების მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდიან
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს პარტია ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრები თბილისში ინგოროყვას 22-ში მდებარე შენობაში საბჭოთა ოკუპაციისა და რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ოკუპაციის დაწყებისთანავე ამ შენობაში საბჭოთა საგანგებო კომისია (ე.წ. ჩეკას) განთავსდა. პარტიის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, მოცემული შენობა ერთადერთია საქართველოში, რომლის სარდაფშიც ჯერ კიდევ შემორჩენილია იმდროინდელი საკნები, რომელთა ნაწილში საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის რეპრესირებული პატრიორების მიერ გაკეთებული წარწერების ამოკითხვაცაა შესაძლებელი. სხვადასხვა დოკუმენტებიდან ცნობილია რომ სწორედ „ჩეკას“ საპატიმროდან დასახვრეტად მრავალი მამულიშვილი გაიყვანეს. ამ შენობის სარდაფში განთავსებულ საკნებში სხვადასხვა დროს საბჭოთა ოკუპანტებს დატყვევებული ყავდათ ისეთი მოღვაწეები როგორებიც იყვნენ კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, მიხეილ ჯავახიშვილი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, ნოე ხომერიკი, სპირიდონ კედია, ოფიცერი სოლომონ ანდრონიკაშვილი (რომელიც აქვე მოკლეს) და სხვები. პარტიის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, შესაძლებელია საწყის ეტაპზე მოხდეს მხოლოდ სარდაფის და ყოფილი საკნების კონსერვაცია და მოწყობა. ევროპული საქართველოს წევრებმა ასევე გვირგვინებით შეამკეს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თბილისის დაცვის ბრძოლაში დაღუპული ინკრებისა და სხვა მებრძოლების ხსოვნის მემორიალი კოჯორში.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)