02:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 17:37:14, 2688 ნახვა

მსოფლიო
დანია საქართველოსა და უკრაინას 860 მილიონ კრონს გამოუყოფს

„დანია საქართველოსა და უკრაინას, რუსეთის აგრესიის დასაძლევად, 860 მილიონ კრონს გამოუყოფს“,- ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა განაცხადა.

როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრმა ახალ 5 წლიან სამეზობლო პროგრამას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა აგრძელებს არჩეულ ევროპულ კურსს, რაც დანიის ინტერესებშიც არის.

„საქართველო და უკრაინა სხვადასხვა გამოწვევების და საფრთხეების წინაშეა, ერთ-ერთი საფრთხე კი რუსეთია. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რათა ისინი ძლიერ და კარგად ფუნქციონირებად დემოკრატიებად იქცნენ. ჩვენ დავეხმარებით ორივე ქვეყნის ბიზნესს, რათა მათ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენება უკეთ შეძლონ.   მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეფორმებს. დანიის დახმარება ხელს შეუწყობს სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ამიტომაც მე დავამტკიცე ახალი სამეზობლო პროგრამა, რომელიც 860 მილიონ დანიურ კრონს შეადგენს“,- განაცხადა სამუელსენმა.

სამეზობლო რეფორმა სამოქალაქო მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. საგარეო უწყების თქმით,  სამოქალაქო საზოგადოების როლი დიდია, რადგან  ისინი უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებასა და გამჭირვალეობას, რათა მთავრობებმა რეფორმების გზას არ გადაუხვიონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics