10:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 18:48:45, 2395 ნახვა

სამართალი
ქალი, რომელმაც ქობულეთში მეუღლე დაჭრა, ბრალს აღიარებს

ქალი, რომელმაც ქობულეთში მეუღლე დაჭრა, ბრალს აღიარებს.

როგორც ლ.მ.-მ „კურიერთან“ საუბარში განაცხადა, მეუღლე მასზე ხშირად ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.

მისივე თქმით, მან მეუღლეს ჭრილობები სამზარეულოს დანით მიაყენა.

„ხელით შემეხო და სასტიკ მდგომარეობაში ჩამაგდო. საერთოდ ჭკუაზე არ ვიყავი. წიხლები მირტყა. გავითიშე, მერე ავდექი და ესეთი ფაქტი მოხდა. კიდევ არ მეგონა დაჭრილი, რომ იყო. მარტო რომ მე მკითხავენ, არ შეიძლება რომ მას არ ჰკითხონ  - რატომ გააკეთა ეს შენმა მეუღლემ?!", - განაცხადა ლ.მ.-მ.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გვიან ღამით, ცოლმა ქმარი დაჭრა. მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics