14:19 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 09:42:07, 2110 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას შეაჯამებს

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი დღეს სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ცენტრის გასული წლის  საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს გააცნობს.  

ღონისძიების მონაწილეებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.   საკუთარ გამოსლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ისაუბრებს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში  საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ეფექტიური  კომუნიკაციის როლსა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე. ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიშს კი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ბოლქვაძე წარადგენს. 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება „გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  პუბლიკაციის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და პარტნიორობით 400-მდე სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება გაიმართა და მათში მონაწილეობა 28 000-მდე ადამიანმა მიიღო.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics