00:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 18:34:37, 2211 ნახვა

მსოფლიო
აშშ ევროპაში სამხედრო კომპონენტს აფართოებს

აშშ-ი ევროპაში სამხედრო კომპონენტს აფართოებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ვაშინგტონი ზრდის როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობას.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ი ნატო-ს ერთგულია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. 

სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბრიუსელს მოსკოვთან ახალი ცივი ომი და გამალებულ შეიარაღებაში ჩართვა არ სურს და დიალოგის მომხრეა.

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია სამი დღის განმავლობაში, 16-18 თებერვალს გაიმართება.

კონფერენციაში ქართული დელეგაციაც მონაწილეობს.  მას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics