|
2015-01-17 11:19:34, 5441 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრი მათი სოციალური პირობებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. მინდია ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებისათვის დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებს შეეხო. ჯანელიძემ ყურადღება დაჭრილი ჯარისკაცების საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებისა და მათი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს, საკომუნიკაციო საშუალებების მაქსიმალურად ადაპტირებისა და უზრუნველყოფის საკითხებს დაუთმო. მინდია ჯანელიძემ სამხედრო მოსამსახურეებს ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გოჩა რატიანი და კახა ოქროჯანაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი დაესწრნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)