10:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 12:35:08, 1598 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი: გუგეშაშვილებზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალიან ბევრი მიმართულებით, აქტიურად მუშაობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს ყველა იმ ვერსიის გადამოწმება, რომელიც ამ ეტაპზე გამოძიებას აქვს.

მეზვრიშვილის თქმით, გამოძიება ძალიან ბევრი მიმართულებით აქტიურად მუშაობს და დამატებითი ინფორმაიის შემთხვევაში საზოგადოებას აუცილებლად შეატყობინებენ.

ნათია მეზვრიშვილის გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

„მოგეხსენებათ, დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა განხორციელდა და ხდება ყველა იმ ვერსიის გადამოწმება, რომელიც ამ ეტაპზე გამოძიებას აქვს. ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ და როგორც კი რაიმე დამატებით გახდება ცნობილი, საზოგადოებას ინფორმაციას აუცილებლად მივაწოდებთ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, დიღმის მასივში, ყოფილი „მხედრიონელის“ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა  7 თებერვალს მოხდა. თავდამსხელმა ნოდარ გუგეშაშვილი მოკლა, დოდო გუგეშაშვილი კი, დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics