15:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 17:57:12, 1754 ნახვა

კომენტარი
გუგეშაშვილი: კუდების გამობმა მოინდომეს, როცა ხედავდნენ, დღე და ღამ სავადმყოფოში ვიყავი მაჩალიკაშვილის უბედურების დროს

დოდო გუგეგშაშვილის შვილი გრიგოლ (ნოდო) გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე ღუდუშაურის კლინიკიდან რეანომობილით მიიყვანეს. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ  დაკრძალვაზე მყოფ თამაზ  მაჩალიკაშვილის ოჯახთან დაკავშირებით ისაუბრა:

„ამისი შვილი ჩემი ძმისშვილი იყო. ჩვენ საუკუნეა ძმები ვართ. მე მართლმადიდებელი ქრისიტიანი ვარ, ჩემი ძმა ახლა არის მუსულმანი. ჩვენ ძმები ვართ იმიტომ, რომ ორთავე ამ ქვეყნის შვილები ვართ. მალხაზი სულით, გულით, სისხლით, ხორცით არის საქართველოს პატრიოტი. ეს კაცი ჩემი ძმა არის და ჩემი ჭირისუფალია ისევე, როგორც მე მისი და მისი ოჯახის ჭირისუფალი ვარ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ რაღაც კუდების გამობმა მოინდომეს, როცა ხედავდნენ, რომ დღე და ღამ სავადმყოფოში ვიყავი თემირლანის უბედურების დროს. იცოდეთ, რომ ეს კაცი ძალიან მაგარი ქართველია. კბილებით ეჭირა ამას და პანკისის ხეობას საქართველოს ის ნაწილი და დაიჭერენ ხვალაც და ზეგაც. მტერს იქედან არ შემოახედებენ საქართველოსკენ“,-განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმა  7 თებერვალს მოხდა. შედეგად მოკლულია  ნოდარ გუგეშაშვილი, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics