13:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 17:48:08, 1590 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი ხაბეიშვილის განცხადებაზე: უზნეოს უზნეობა ელანდებოდაო, მგონი, ამასთან გვაქვს საქმე

„უზნეოს უზნეობა ელანდებოდაო - მემგონი ამასთან გაქვს საქმე“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გიორგი კვირიკაშვილს დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მამამ 50 000 დოლარი აჩუქა, ხოლო პრემიერს 200 ათას ლარზე მეტი კრედიტი აქვს დაფარული, როცა მისი ოჯახის შემოსავალი 80 ათას ლარზე ცოტა მეტია.

ხაბეიშვილის თქმით, დეკლარაციაში ასახული შეუსაბამო ციფრები, სავარაუდოდ, ,,შავი ფულის“ გათეთრებაზე მიუთითებს.

ვოლსკის განმარტებით, გიორგი კვირიკაშვილის მამა  საკმაოდ სერიოზული ბიზნესითაა დაკავებული და არ არის ადამიანი, რომლის შემოსავალიც მხოლოდ პენსიაა. უფრო მეტიც, ვოლსკის თქმით, კვირიკაშვილის მამა  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ახორციელებდა ეკონომიკურ პროექტებს:

„არ ვიცი, ვინ არის ლევან ხაბეიშვილი, მაგრამ ფაქტი ერთია, რაც მემგონი, ლევან ხაბეიშვილმაც და სხვებმაც ძალიან კარგად იციან, რომ გიორგი კვირიკაშვილის მამა დიდია ხანია სოფლის მეურნეობაში დაკავებულია საკმაოდ სერიოზული ბიზნესით, ბევრი ხალხი ჰყავს დასაქმებული და არ არის ადამიანი, ვისაც მხოლოდ პენსია აქვს. ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნება“ არც იყო ხელისუფლებაში, როდესაც ის საკმაოდ მძლავრად იდგა ფეხზე და ეკონომიკურ პროექტს ახორციელებდა. მაინც ასე მგონია, რომ უზნეოს უზნეობა ელანდებოდაო - მემგონი ამასთან გაქვს საქმე“,-აღნიშნა ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics