20:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 14:11:08, 2092 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში შესაძლოა, კანაფის წარმოების ლეგალიზება მოხდეს

საბერძნეთის ხელისუფლება სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოების ლეგალიზებას გეგმავს, - ამის შესახებ The Associated Press იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრა მიმდინარე თვის ბოლოს მოხდება.

ადგილობრივი მთავრობა მიიჩნევს, რომ კანაფის წარმოების ლეგალიზება ქვეყანას მრავალწლიანი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.

საბერძნეთში სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოხმარება გასული წლიდან არის შესაძლებელი.

მედიის ცნობით, ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მეწარმეები კანაფის წარმოებასა და გაყიდვასაც შეძლებენ. თუმცა, საბერძნეთი კანაფის სრულად ლეგალიზებას არ აპირებს. საუბარია იმაზე, რომ კანაფის კულტივირება და გაყიდვა მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის იქნება დაშვებული.

საბერძნეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება ქვეყანას 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიარდი ევროს შემოსავალს მოუტანს და 400 სამუშაო ადგილს შექმნის.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მწარმოებული უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის, მას არ უნდა იყოს ნასამართლები ან დაკავებული კანაფის მოხმარებისა ან არალეგალურად წარმოების ბრალდებით და მისი მიწის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს - 0,004 047 კვადრატულ მეტრს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics