|
2018-02-09 13:22:45, 2616 ნახვა
პოლიტიკა
ენმ პარლამენტს მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, კიდევ ერთხელ მიმართავს პარლამენტს და აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნას მოითხოვს, რათა დროულად იყოს გამოძიებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადატაცებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტი, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა. „2017 წლის 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლს თავს დაესხნენ, გაიტაცეს და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს, რაც დანაშაულს წარმოადგენს. გუშინ, აფგან მუხთარლი ახლო ნათესავების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ორი დღით გაათავისუფლეს, რამაც მას საშუალება მისცა უფრო დეტალურად ესაუბრა მომხდარ ფაქტზე. ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ისედაც ნათელი იყო ყველასთვის - მისი გატაცება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით, საქართველოს სამართალდამცავების მიერ მოხდა. ის მომხდარ ფაქტში პირდაპირ ადანაშაულებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ამ მოვლენამ, რომელიც უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს, განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია როგორც საერთაშორისო , ასევე ადგილობრივ დონეზე. კერძოდ, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს სპეციალური რეზოლუცია მიუძღვნა ევროპარლამენტმა, რითაც საქართველოს მთავრობისგან მომხდარი დანაშაულის დროული გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვა. მიუხედავად ამისა საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს გამოიძიოს მომხდარი, რადგან ამ დანაშაულში ჩართულია მთელი სახელიწუფლებო ვერტიკალი, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით. მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა პარლამენტი არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას და აფერხებს ამ კომისიის შექმნას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე თავდასხმის, მისი გატაცებისა და საქართველოს სახელმწიფოსაზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბრალი 3 მუხლით ედებოდა: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. როგორც ამბობენ, არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. თავად მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან პოლიციელის ტანსაცმელში მყოფმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს. ბალაკნის სასამართლომ თბილისიდან გატაცებული აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)