15:14 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 16:36:01, 1787 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის  ყოველწლიურ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 25 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს. 

2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად ეროვნულმა არქივმა კიდევ უფრო გაზარდა პროექტის მასშტაბი და მასში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი სკოლის გუნდს შეუძლია.

პირველი რესპუბლიკის შესახებ პროექტში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მონაწილეები ეროვნული არქივიდან მიიღებენ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიას. სკოლებში VIII-XII კლასის მოსწავლეებისაგან ჩამოყალიბდება ჯგუფები, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილში ვიქტორინის ნახევარფინალში (დასავლეთ საქართველოში მდებარე სკოლებისთვის ნახევარფინალური ეტაპი ჩატარდება ქუთაისში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სკოლებში - თბილისში), ხოლო მაისში - ფინალში (თბილისი) შეეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და   სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია 80-მდე სკოლის გუნდმა გაიარა.

საგანმანათლებლო პროექტს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი პირველიდემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში ამ დრომდე 700-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.

პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.archives.gov.ge/ge/saqartvelos-pirveli-demokratiuli-respublika.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics