14:12 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 13:34:53, 1825 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ახალი საინფორმაციო სერვისი შეიქმნა



საქართველოში ახალი, ინოვაციური საინფორმაციო სერვისი შეიქმნა. „საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრი“ (Information Security and Protection Centre) დაინტერესებულ პირებს სრულიად ახალ, მრავალპროფილურ და კომბინირებულ მომსახურეობას სთავაზობს.

მრავალპროფილური და კომბინირებული სერვისის ფარგლებში, ცენტრი ყველა კომპანიას თუ კერძო პირს მისთვის სასურველ მომსახურეობას გაუწევს.

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ სერვისი საინფორმაციო სფეროში ნოვაცია და პრაქტიკულად, ხვალინდელი დღეა ინფორმაციისა და ინტერნეტის ეპოქაში. 




თანამედროვე პირობებში, ინფორმაციასთან წვდომა და მართვა გაადვილებულია, მაგრამ ცხადია, სამთავრობო სტრუქტურები, საზოგადოებრივი ჯგუფები, კომპანიები და კერძო პირები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგებიან ცალკეული ზოგადი თუ კერძო სახის ინფორმაციის დაზუსტების, მოპოვების, გავრცელებისა და უსაფრთხოების კუთხით. რთულია საჭირო და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.

ცენტრი ნებისმიერ მომხმარებელს სთავაზობს მრავალპროფილურ, კომბინირებულ მომსახურეობას. დამკვეთებს შესაძლებლობა ექნებათ, მხოლოდ კი არ მიიღონ მათთვის სასურველი, ყველაზე რთულად მოსაპოვებელი ინფორმაციები, არამედ გადაამოწმონ უკვე არსებულის უტყუარობა სხვადასხვა სახისა და ფორმატის ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალებით.

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში სრული კონფიდენციალობის დაცვით, იმუშავებენ კონკრეტულ შეკვეთაზე, რომლის არეალი მოიცავს ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას.

სრულიად ახალი მიმართულება იქნება საინფორმაციო უსაფრთხოება და დაცვა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ, ტექნიკურ სერვისსაც.

მნიშვნელოვანია ცენტრის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულება, რომლის სერვისითაც სხვადასხვა მედიაგამოცემას, კომპანიასა და კერძო პირს შეუძლია ისარგებლოს.

ცენტრის მიერ ინფორმაციის მოპოვების, გავრცელებისა და შეკავების გეოგრაფიული არეალი მიმდინარე ეტაპზე მოიცავს - ევროპას, დსთ-ს, თურქეთს, კავკასიას, ახლო აღმოსავლეთს.

ცენტრში საქმიანობენ მაღვალკვალიფიციური მენეჯერები, ანალიტიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები, უსაფრთხოების სისტემისა და კიბერსპეციალისტები, რომლებიც
ნებისმიერ მომხმარებელს აძლევენ გარანტიას მიიღოს ყოველმხრივ კვალიფიციური, მაღალპროფესიონალური მომსახურეობა.



საკონტაქტო ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის:

ფეისბუქ გვერდი - https://www.facebook.com/ispc.ge
ელექტრონული ფოსტა - ispc.ge@gmail.com





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics