|
2018-01-31 22:40:33, 4004 ნახვა
სპეციალური ანონსი
1 თებერვლის ანონსი
10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC-საქართველოს) 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის შედეგების პრეზენტაციას გამართავს, სადაც წარმოდგენილი იქნება მონაცემები საქართველოს მოსახლეობის საგარეო პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ნდობის ჯგუფის წევრის ირაკლი აბესაძის ბრიფინგი გაიმართება. 11:00 საათზე, თბილისის მერიასთან ატენის ქუჩის მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს. 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კომპანია „Sinohydro Corporation Limited”-ის წინააღმდეგ, დაზარალებული მოქალაქეების სახელით, სარჩელს შეიტანს და აღნიშნული კომპანიის მონაწილეობით, საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების გამჭვირვალობისა და ტენდერების კვლევის შესახებ განცხადებას გააკეთებს. 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საზოგადოებას უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საკოლექციო მონეტას წარუდგენს. 12:00 საათზე, კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ (კუს ტბის გზა #1), საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია 18-წლამდელ ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოსa და კატალოგის პრეზენტაციას გამართავს. 13:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. 14:00 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ადვოკატებს შეხვდება. 15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, „სოციალური მუშაობის შესახებ" კანონპროექტზე, კახეთის რეგიონის სოციალურ მუშაკებთან და მათ ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართება. 16:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 16:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრთა შეკრება გაიმართება. შეხვედრას ბიზნესსექტორის 50-მდე წარმომადგენელი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრებიან. 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, გამოფენასთან დაკავშირებით, „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და მუზეუმის „კაზა ბუონაროტი“ დირექტორი ალესანდრო ჩეკი.
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)