12:57 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 11:53:24, 1829 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილის მეტროში დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 6 მოქალაქე მკურნალობას თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აგრძელებს.

როგორც ჰოსპიტალის ექიმმა არჩილ ჯოგიაშვილმა აღნიშნა, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

"ამჟამად 6 პაციენტია ჩვენს კლინიკაში. 3 პაციენტის მდგომაროება სტაბილურია. ისინი ბინაზე გაეწერებიან, ამბოლატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. ერთს გაუკეთდა ოპერაცია ლავიწის ძვლის მოტეხილობის გამო. ოპერაციული პერიოდი მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. სტაბილურია ასევე 2 პაციენტის მდგომარეობაც, რომლებსაც თავის ქალის ტრავმატული შერყევა", - განაცხადა არჩილ ჯოგიაშვილმა.  

შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics