2018-01-19 15:15:59, 814 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მესაზღვრეებმა“ გასულ წელს დე-ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მესაზღვრეებმა" 2017 წლის განმავლობაში დე-ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურმა განაცხადა.
"სპუტნიკ-ოსეტიას" ინფორმაციით, ე.წ. კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 11%-ით მეტია.
"საერთო ჯამში 303 ადამიანი დააკავეს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ხოლო 211 გამშვებ პუნქტზე. დაკავებულების უმეტესობა - 359 ადამიანი, ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. საერთო ჯამში, საზღვრის დამრღვევებმა 827 000 რუსული რუბლი გადაიხადეს, რის შემდეგაც მათ რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს", - აცხადებენ ე.წ. კომიტეტის პრესსამსახურში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, 7 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ავტორი: ,