|
2015-05-12 12:12:06, 1351 ნახვა
სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეული მონაწილეობდა. სამხედრო სწავლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. ქართველმა ჯარისკაცებმა თვითმკვლელის აფეთქების შემდეგ, შიდა პატრულის ჯგუფების მოქმედებები, დაშავებულის ევაკუაციის პროცედურები და პოზიციების გაძლიერების სხვადასხვა მეთოდები დახვეწეს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მიხედვით მოქმედებდნენ. ტაქტიკური სწავლებები სამხედრო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში განხორციელდა. 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას სწავლება საცეცხლე მომზადებაშიც ჩაუტარდა. ქართული ქვედანაყოფისა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურობის შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)