09:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 12:31:31, 2191 ნახვა

მსოფლიო
პენსი: ჩრდილოეთ კორეა სეულთან მოლაპარაკებას აშშ-ის ზეწოლის გამო დათანხმდა

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება  სეულთან მოლაპარაკებაზე აშშ-ის დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გამო დათანხმდა.

"პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთ კორეაზე უპრეცედენტო ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა მოახდინა. ვფიქრობ, ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები არის  შედეგი იმ ზეწოლისა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა განახორციელა ჩრდილოეთ კორეაზე", - განაცხადა მაიკ პენსმა.

ამასთან, პენსის თქმით, ამერიკა არ აპირებს თავისი პოლიტიკის შეცვლას ფხენიანის მიმართ.

„ ჩვენ არ შევარბილებთ პოზიციას მანამ, სანამ ფხენიანი ბირთვულ იარაღზე უარს არ იტყვის“, - დასძინა პენსმა.

შეგახსენებთ, რომ  ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის  წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics