07:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 11:52:41, 2406 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთის პრემიერი: ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში მუსლიმი დამპყრობლები არიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში „მუსლიმი დამპყრობლები“ არიან, - ამის შესახებ Die Welt იუწყება.

როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი მიგრანტების მიღებას არ აპირებს.

მისივე შეფასებით, მუსლიმი მოსახლეობის ნაკადი სახელმწიფოს შიგნით „პარალელური საზოგადოების“ შექმნას გამოიწვევს. 

„ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ხალხს მუსლიმ ლტოლვილებად. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი მუსლიმი დამპყრობლები არიან. ისინი არიან ეკონომიკური მიგრანტები, რომლებიც უკეთეს ცხოვრებას ეძებენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ორბანმა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს მოუწოდა უნგრეთისადმი პატივისცემა გამოიჩინონ. მან პროტესტი გამოთქვა, ევროკავშირის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ქვეყანა გაერთიანებისგან ფულს იღებ, თუმცა მიგრანტების მიღებაზე უარს აცხადებს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics