00:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 17:23:39, 3479 ნახვა

ეკონომიკა
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამუშავდა

ეკონომიკის სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ინიცირებით, კომპანია ,,თავისუფალი არქიტექტორების“ მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამუშავდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 28 დეკემბერს  ,,მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ოფისში გაიმართა  2 გეგმარებითი არეალის საჯარო განხილვა, სადაც  ავტორთა ჯგუფმა  პრეზენტაციის სახით მათ მიერ შესრულებული  სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

განხილვაში მონაწილეობდნენ აღნიშნულ არეალებზე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაინტერესებული პირები და საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები - სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტი/კონსულტანტი კახა ნიაური.

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმები საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის  №488 განკარგულების საფუძველზე შემუშავდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics