04:34 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 10:46:21, 3189 ნახვა

მსოფლიო
სპეცოპერაციის დროს ფრანგმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთში სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Le Progres იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ის ლონჟედუას დასახლებაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში საქართველოს მეორე მოქალაქის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.

მედიის ცნობით, მოქალაქეები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს ცივი იარაღი გამოიყენა. 

Le Progres-ი წერს, რომ 33 წლის დაჭრილი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ჩხუბში მონაწილე საქართველოს მოქალაქის სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ის დილით დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics