20:00 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 16:45:22, 2077 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლში წინასაახალწლო მიღება გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლის ბენეფიციარებისთვის წინასაახალწლო მიღება გაიმართა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა ბენეფიციარებს მიესალმა, წლის განმავლობაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

შემეცნებით-გასართობ პროგრამაზე ანიმატორებმა იზრუნეს. ბავშვებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიების მიზანი წინასაახალწლო განწყობის შექმნა იყო. 30-მდე ბენეფიციარი სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთო.

ღონისძიებას სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილი არასრულწლოვნები, ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები, 14 წლამდე ასაკის ბავშვები დაესწრნენ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics