|
2015-05-11 09:06:26, 1315 ნახვა
სამხედრო
დღეიდან ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები იწყება
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დღეს ვაზიანის ბაზაზე ოფიციალურად იხსნება. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის "ალფა" ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორთა "ბრედლებისა" და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან. სწავლების ჩატარება 2014 წლის ოქტომბერში დაიგეგმა, ხოლო დაგეგმარების დასკვნითი კონფერენცია 2015 წლის 20-23 იანვარს გაიმართა. საქართველოში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება 25 მაისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)