06:08 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 19:44:15, 5364 ნახვა

პოლიტიკა
დაპირისპირება პარლამენტში - გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

სხდომაზე, სადაც მთავრობის წევრობის კანდიდატები ფრაქციის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, ნიკა მელიამ კვირიკაშვილს მიმართა: „გულით კარგი კაცი ბრძანდებით, არც პროფესიონალი ხართ, არც კვალიფიკაცია გაქვთ“.

 „ნუ უზრდელობთ, ღირსება იქონიეთ“, - უპასუხა  პრემიერობის კანდიდატმა ნიკა მელიას.

„ნუ უზრდელობთ კიარა ქვეყანა რა მდგომარეობაში  ჩააგდეთ, ბედავთ და ხმას იღებთ. უნამუსო ხართ. თქვენ ხართ ფორმალური პრემიერი და ივანიშვილმა თქვენი შემცვლელი უკვე მოძებნა. სკოლაში ბავშვებმა ერთმანეთი დახოცეს, რადგან თქვენ ხართ უუნარო“, - განუცხადა  მელიამ კვირიკაშვილს.

მელიას რეპლიკებს კვირიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს უცენზურო სიტყვებით მიმართა.

ამის შემდეგ მთავრობის წევრობის კანდიდატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics