21:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 17:18:47, 2418 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სივრცითი მოწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის

პირველი ვიცე-პრემიერის  დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის სივრცითი მოწყობა ერთ-ერთი   უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის  - ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღებისა და ინვესტირებისთვის მიმზიდველი, სტაბილური, უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის.

 ,,სივრცით მოწყობაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ამ მიმართულებით ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ -  სივრცითი მოწყობა, ეს არის გათვლებზე დამყარებული სწორი გადაწყვეტილებები  დროში და სივრცეში, თუ როგორ უნდა განვითარდეს გარკვეული ტერიტორიები და მთლიანად ქვეყანა იმისთვის, რომ ქვეყანამ და კერძო სექტორმა მაქსიმალური უკუგება მიიღოს ამ ტერიტორიის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ამ მიმართულებით მიმზიდველი ტურისტული ადგილმდებარეობების განვითარება დავიწყეთ, რომ იქ არ მომხდარიყო ქაოტური განვითარება და შესაბამისად, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, შემდგომში იქ მისულ ინვესტორებს მაქსიმალური უკუგება მიეღოთ აქედან",- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics