19:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 11:15:05, 1889 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: რეფორმების მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მთავრობაში  მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, რეფორმები  მოიცავს შემდეგ საკითხებს:  კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმას,  საჯარო კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას, გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მიღებას,  დაზღვევისა და მიწის  რეფორმას, სივრცით დაგეგმარებასა და დეპოზიტების დაზღვევის სქემის ამოქმედებას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებას, მთავარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ლარიზაციის პროექტს,  ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ზოგადად, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას, წიაღის მართვას, პროფესიული  განათლების ხელშეწყობასა და ინკლუზიურ მმართველობას.

შეგახსენებთ, რომ ამ  წუთებში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს ხვდებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics