03:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 13:52:32, 2217 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული მუნიციპალიტეტის კუთვნილი საგზაო ტექნიკით - გრეიდერით სარგებლობის სანაცვლოდ, ფიზიკურ პირს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, უკანონოდ გამოართვა 2 000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics