00:17 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 15:12:49, 3909 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში საფრანგეთის საელჩოსთან აქციის მონაწილებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

პაკისტანში საფრანგეთის საელჩოსთან, აქციის მონაწილებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ამის შესხებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.  
საფრანგეთის საელჩოსთან შეკრებილი დემონსტრანტები ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს მიერ წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნებას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვები იმის შემდეგ დაუშინეს, როდესაც მათ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
არსებული ინფორმაციით, შეტაკების შედეგაც სულ მცირე 3 ადამიანია დაშავებული.
როგორც „ბი ბი სი“ იუწყება, აქციის მოონაწილეებს საფრანგეთის საელჩოში შეჭრა სცადეს, თუმცა აქციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ელჩისთვის მხოლოდ წერილის გადაცემა სურდათ.
პაკისტანში,  საფრანგეთის საელჩოსთან პოლიციამ აქცია დაშალა და ამ დროისთვის  იქ სიტუაცია კონტროლს ექვენდებარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics