|
2015-05-08 15:29:45, 414 ნახვა
საზოგადოება
იპოთეკით დაზარალებულებმა იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს
იპოთეკით დაზარალებულებმა იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ხელშეკრულებების და აღსრულების ფურცლები დახიეს. დაზარალებულები გამოსახლებებისა და აუქციონების შეჩერებას მოითხოვდნენ. ისინი მთავრობას იპოთეკით დაზარალებულების პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან ხელშეკრულებები და აღსრულების ფურცლები დახიეს, რის გამოც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათი დაჯარიმება გადაწყვიტა. ამის შემდეგ, იპოთეკით დაზარალებულებმა დაყრილი ფურცლები გადაყარეს. „ჩვენ ვაპროტესტებთ გამოსახლებებს, რომ ამდენ ხალხს ქუჩაში ყრიან. ვრჩებით უსახლკაროდ და უბინაოდ, ვაპროტესტბთ კერძო იპოთეკარების, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ქმედებებს, ისინი არ ითვალისწინებენ მოსახლეობის მდგომარეობას, ბევრს გადახდილიც აქვს, მაგრამ ისინი სახლებზე ნადირობენ, თუკი მთავრობას არა აქვს ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა მაშ გადადგეს. მოვითხოვთ შეჩერდეს გამოსახლებები და აუქციონები, სანამ მთავრობა არ გადაწყვეტს ჩვენს საკითხს“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირინა მღვდელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)