03:41 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-10 10:53:42, 2238 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: პუტინის არ შემეშინდა და წვრილმანი ქურდების მითუმეტეს არ შემეშინდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს.

როგორც სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა გავრცელებული, მას უკრაინის პრეზიდენტის არ ეშინია. სააკაშვილი მხარდამჭერებს  მოუწოდებს, დღეს, 12:00 საათზე,  შევჩენკოს პარკში შეიკრიბონ:

 „მე, ისევე როგორც თქვენ, არ მეშინია შეშინებული პრეზიდენტის, რომელმაც მაიდანის გამარჯვება მოიპარა, კონსტიტუციის გარანტიდან კორუფციის გარანტად იქცა.

პუტინის არ შემეშინდა, უფრო მეტად არ შემეშინდება წვრილმანი ქურდების.

ჩემი ცხოვრება უკრაინისა და საქართველოს ხალხებს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეკუთნის.ნუ გეშინიათ, ისინი ძალიან სუსტები არიან, თვითონ ხვდებიან და ამიტომ ეშინიათ! ისინი ვერ დაგვაშინებენ.

 მოვუწოდებ ყველას,  ქუჩაში გამოვდინენ  და ამ ბანდას აჩვენონ, რომ უკრაინის პატრონები არ არიან.უკრაინის პატრონი უკრაინის ხალხია.10 დეკემბერს  12:00 საათზე  შევჩენკოს პარკში ყველა უნდა იყოს!“,-წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics