10:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 16:02:09, 1957 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა

სასტუმრო ,,ლაერტონში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში, კონფერენცია „კულტურული დიალოგი და ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესებში“ გაიმართა.

კონფერენცია ორ ძირითად საკითხს მოიცავდა: სახალხო დიპლომატიის როლი კონფლიქტების მოგვარებაში და ტურიზმი, ახალგაზრდები და ქართული პროდუქცია  მშვიდობის მშენებლობაში.
კონფერენციის მუშაობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე, „Proactive group Georgia“-ს ხელმძღვანელი, ევროპის ახალგაზრდა ელჩი გიორგი აგირბაია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე ზირაქიშვილი, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს შორის თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი: ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics