15:02 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 12:25:25, 2478 ნახვა

მსოფლიო
კიევში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა (ვიდეო)

კიევში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, - ამის შესახებ სააგენტო censor.net იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, არეულობის დროს ორი ადამიანი დაშავდა.

მედიის ცნობით, პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან კარვების დადგმა სცადეს.

აქციის მონაწილეები 2013 წლის „მაიდნის“ მოვლენების გამოძიებას ითხოვენ. კერძოდ კი, აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მაიდანის მოვლენებში დამნაშავე პირების დასჯას და იმ დაპირებების შესრულებას მოითხოვდნენ, რომლებიც მათ მთავრობისგან მიიღეს.

აქცია კიევში სტუდენტების დარბევის 4 წლის თავს უკავშირდებოდა. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
ტატა ხვედელიანი ოცნებას: თქვენ დღეს ქალების მომჩივანი, კორუმპირებული, მოძალადე კაცების პარტია გახდით
ოპოზიციამ საქართველოში არსებული ვითარება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე განიხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics