13:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 18:41:36, 1905 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: რეფორმები ქვეყნის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს

„ჩვენ გვჯერა, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საპენსიო რეფორმაზე, საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემის ამოქმედებაზე, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე და სხვა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს მხოლოდ მას შემდეგ იღებს,  რაც საკითხს ბოლომდე შეისწავლის და დაადგენს, რომ ის არის განხორციელებადი, მომგებიანი და ქვეყნისთვის სასარგებლო. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა განათლების სექტორზე, სადაც, მისი შეფასებით, ფუნდამენტური რეფორმები მიმდინარეობს. აგრეთვე სივრცითი მოწყობის რეფორმაზე, რომელიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვან ინვესტირებას ითვალისწინებს. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საგზაო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება აბრეშუმის გზის განვითარების ნაწილია. მან ყურადღება გაამახვილა როგორც აღმოსავლეთ - დასავლეთის, ასევე ჩრდილოეთ - სამხრეთის დერეფნების განვითარებაზე, პორტების ინფრასტრუქტის მოწყობაზე, რკინიგზის რეაბილიტაციაზე და სხვა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics