|
2017-11-23 14:14:24, 9011 ნახვა
კულტურა
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია
თბილისში, განხორციელებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე შექმნილ ვითარებას BBC-მ ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია 20 საათის განმავლობაში, ისნის რაიონში მიმდინარეობდა. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. მეორე ვერსიით კი, ისინი პანკისის ხეობიდან იყვნენ, სადაც ეთნიკურად ჩეჩნები ცხოვრობენ. გარდა ამისა, BBC გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მედია წერს, "ტერორისტული ჯგუფის" წევრებმა უარი თქვეს პოლიციისთვის დანებებაზე და შიგნიდან ხელყუმბარებს ისროდნენ. ამასთან, რეპორტაჟის ავტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც იყენებს, რომლის თანახმადაც 1 პირი დააკავეს. BBC ასევე იმას უსვამს ხაზს, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ჯიჰადისტებთან დაკავშირებული არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. თუმცა გავრცელებული ცნობით, დაახლოებით 50 ქართველი სირიასა და ერაყში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის. მანამდე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ Al Jazeera-მაც დაწერა. მედიის ცნობით, სპეცოპერაცია თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდა. Al Jazeera ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)