|
2015-05-06 10:52:14, 1186 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ეროვნული გვარდიის დელეგაცია უკრაინაში იმყოფება
საქართველოს ეროვნული გვარდიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ მიიწვია. ვიზიტი საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყებებს შორის 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი უკრაინელმა კოლეგამ გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ბალანმა მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსსაც შეხვდა. საქართველოს ეროვნული გვარდიის დელეგაცია უკრაინის ეროვნული გვარდიის სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრება და არსებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)