09:54 - 28 Jul, 2026
|
2015-05-05 14:25:03, 1420 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვლადის ზატლერსი ესტუმრა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, დღეს, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ვლადის ზატლერსი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიელ სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა უმასპინძლა. ვლადის ზატლერსი აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს შეხვდა და მათ ლექცია წაუკითხა თემაზე: „ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები“. ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერების კითხვები ძირითადად საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივებს შეეხო. ვლადის ზატლერსი საქართველოში გამართული 2015 წლის ევროპის კვირეულის ფარგლებში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)