15:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 16:05:08, 1995 ნახვა

სამართალი
N16 პენიტენციურ დაწესებულებას „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლები ესტუმრნენ

სასჯელაღსრულების N16 პენიტენციურ დაწესებულებას  „საზოგადოება ივერიისას“  წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საზოგადოება მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას უდგას სათავეში. „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს ტაძრის მშენებლობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და  ერთგვარი ანგარიში წარუდგინეს, თუ რა გაკეთდა 2010 წლიდან დღემდე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მიმართულებით.

მსჯავრდებულებს  სტუმრებმა ორი დოკუმენტური ფილმი წარუდგინეს,  რომელიც შეეხებოდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებასა და  ათონის  ივერიის ღვთისმშობლის  ხატის ასლის დაწერას.

 „საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა წევრმა, რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ადამიანები ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და ამიტომაც  მათთვის ტაძრის მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია.

„პენიტენციურ დაწესებულებაში მოსვლის მიზანი იყო აქ მყოფ ადამიანებთან გასაუბრება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რას ემსახურება მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსისა და საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა,“- განაცხადა ლევან კოღუაშვილმა.

ღვთისმეტყველების მეცნიერებათა მაგისტრი „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენელი გიორგი გვასალია კი აცხადებს, რომ საჭიროა საზოგადოებამ  სწორად გაიგოს მახათას მთაზე მშენებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსისა და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას რა დატვირთვა აქვს.

შეხვედრის დასასრულ,  მსჯავრდებულებმა  მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics