01:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 13:58:39, 1787 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში „OECD EURASIA WEEK“-ის ღონისძიებებში მონაწილეობს, მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, დამდინსურენ დავაასურენს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარებისა და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics