11:21 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 16:17:09, 2040 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე  დამატებითი ძალების მობილიზება პრევენციის მიზნით მოხდა.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები მარნეულში სხვადასხვა დარღვევების და დაპირისპირების შესახებ საუბრობენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრების მტკიცებით, მარნეულში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მათ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე ცნობით, ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს აგიტაციის განხორციელებაში შეეწინააღმდეგა.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულსა და რუსთავში ფიქსირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics