22:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 18:46:21, 2085 ნახვა

ეკონომიკა
„განსაკუთრებული საქართველო“ - ქართული პროდუქცია ბერლინში გამოიფინება

„განსაკუთრებული საქართველო“ - ამ სახელწოდებით ქართული პროდუქცია  19-21 ოქტომბერს ბერლინიში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარგება. 

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასოციაციის „ქართული ღვინო“,  USAID/Reap-ის  და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მხარდაჭერით გაიმართება.

 „განსაკუთრებული საქართველო - (Georgia Special), ბერლინის ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ჩატარდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული სამზარეულოს, ღვინისა და ეროვნული ნაწარმის პოპულარიზაციას. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ბერლინში არსებული ქართული რესტორნებისა და ქართული ექსპორტიორი კომპანიების პროდუქცია.

გამოფენის პირველ დღეს დაგეგმილია ქართული კერძების დეგუსტაცია. უცხოელ ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ ქართული ნაწარმი და გაეცნონ ქართული ტრადიციული სუფრის მრავალსახეობებს,  ხინკალს, ხაჭაპურს, ფხალეულობას, ყველს, ასევე მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის სახეობებს და  ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics