|
2017-10-18 20:05:34, 1850 ნახვა
კომენტარი
ლაიმა ანდრიკიენე: ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებზე ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებლის, ევროპარლამენტარ ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით, ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბრიუსელში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგომ განაცხადა. მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს შთამბეჭდავ მიღწევებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე „როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუსმენდი, ბედნიერი ვიყავი იმ წარმატებული შედეგებით, რისი მიღწევაც საქართველომ შეძლო. ჩვენის მხრიდან შევეცდებით, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს" - განაცხადა ლაიმა ანდრიკიენესმა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, სწორედ აღნიშნული ევროპარლამენტარია ინიციატორი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაციების, რომელსაც კენჭი უყარა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა და რომლის განხილვაც ევროპარლამენტის სესიაზე უახლოეს პერიოდში მოხდება. ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობამ" უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები საქართველოსთვის, როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თუმცა ევროპარლამენტი მხარს უჭერს მეტი შესაძლებლობების გახსნას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. „აღმოსავლეთ პარტნიორობამ უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - ესაა ასოცირების შეთანხმება, DCFTA და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თუმცა ჩვენ ვიყურებით წინ და ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტმა უნდა მისცეს ახალი დინამიზმი თანამშრომლობას და მოგვცეს მომავლის პოლიტიკური ხედვა", - განაცხადა ევროპარლამეტარმა. მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის ცალკეულ ინიციატივებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ასევე აისახა ევროპარლამენტის რეკომენდაციებში „აღმოსავლეთ პარტნიორობა +"-ის სახით და განაცხადა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტები, რაც წარმოდგენილია რეკომენდაციებში, ხელს შეუწყობს ასოცირებული ქვეყნების მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უკეთ იმპლემენტაციას. „ისეთი ქვეყანისთვის, როგორიც საქართველოა, ყველა შედეგის მიღწევა სწრაფად მოხდება", - დასძინა ევროპარლამენტარმა. საქართველოს ვიცე-პრეიმერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)